home

Welcome Guest ( Log In | Register )

4 Pages V   1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
>  ბ-ნი ალექსანდრე ებრალიძე უპასუხებს თქვენს კითხვებს, ЗАДАЙ ВОПРОС АЛЕКСАНДРУ ЕБРАЛИДЗЕ
Congress
post Oct 12 2009, 04:19 PM
Post #1


PRIVATE
*

Group: Members
Posts: 26
Joined: 12-October 09
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 999



ძვირფასო მკითხველებო,

ქვემოთ წარმოგიდგენთ ალექსანდრე ებრალიძის პასუხებს თქვენს შეკითხვებზე. დიდი მადლობა მონაწილეობისათვის.

აქვე გაცნობებთ, რომ ბატონი ალექსანდრე პირდაპირ რეჟიმში ჩაგვერთვება ზეგ, ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს, 17:00 საათზე და დაახლოებით 1 საათის მანძილზე გასცემს პასუხებს თქვენს დამატებით შეკითხვებს.


1
Posted by: Saturn Oct 12 2009, 04:54 PM
ბატონო ალექსანდრე, შეესაბამება თუ არა რუსულ ინტერნეტ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს, რომლის მიხედვითაც თქვენ ორჯერ ნასამართლევი ბრძანდებით ძარცვისა და ხულიგნობისათვის?

ვარ 54 წლის. სიყმაწვილეში, 30 წლის წინათ ვიყავი მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ეს ასეა.


2
Posted by: გიორგი68 Oct 12 2009, 05:13 PM
გამარჯობათ ბატონო ალექსანდრე, მე მაიტერესებს როგორ აპირებთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარებას ..??

მეორე კითხვა..ფეხბურთი გიყვართ..??

ეს არაერთხელ მითქვამს, შევეცდები, მოკლედ და ზოგადად ჩამოვაყალიბო: ცხინვალის რეგიონის პრობლემა, ასევე აფხაზეთის პრობლემა სამი ფაქტორის ერთობლიობით არის განპირობებული. ესენია მორალურ-ფსიქოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორები. სწორედ ამგვარი თანამიმდევრობით. პრობლება ორ ეტაპად გადაწყდება: პირველი - სამ თვეში, მეორეს ერთიდან ორ წლამდე პერიოდი დასჭირდება.
ფეხბურთი მიყვარს და ძალზე ვაფასებ სპორტის ამ სახეობას.



3
Posted by: lasha1997 Oct 12 2009, 05:18 PM
ბატ.ალექსანდრე,რა გარანტიები გვაქვს იმის რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობის შემთხვევაში ის დაგვიბრუნებს ტერიტორიებს და როგორ წარმოგიდგენიათ ეს კარგი ურთიერთობა?

გპასუხობთ. კითხვის არსებით ნაწილში იმავე შეცდომას უშვებთ, როგორსაც საქართველოს მოქმედ პოლიტიკოსთა უმრავლესობა. დაიხსომეთ - არავინ არაფერს არ დაგვიბრუნებს. ჩვენი ბედნიერება ჩვენს ხელთაა. ჩვენი ვალია აფხაზ ხალხთან, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან, რუსეთთან ურთიერთობა ისე მოვაგვაროთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ხელსაყრელი, აუცილებელი და გარდაუვალი პროცესი გახდეს. ჩვენ, ქართველი მამაკაცები, მზად უნდა ვიყოთ, თავი დავდოთ ამ წმინდათაწმიდა მიზნისათვის.


4
Posted by: king depress Oct 12 2009, 05:24 PM
როგორ გესახებათ რუსულ - ქართული ურთიერთობების დათბობა? რა უნდა დათმონ მხარეებმა?!

არავის არაფერი არ უნდა დავუთმოთ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ნაწილში, ეს წმინდათაწმინდაა. მაგრამ უნდა დავამყაროთ ნორმალური ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელთანაც ორ საუკუნეზე მეტ ხანს ვმეგობრობდით. ურთიერთობა თანასწორი უნდა იყოს. ეს შესაძლებელია, რადგან შეხების წერტილები და საერთო ინტერესები რუსებს და ქართველებს დღესაც ბევრი გვაქვს. ამას უბრალოდ დანახვა უნდა, უარყოფითი ემოციები გვერდზე უნდა გადავდოთ და საქმეს ისე მივუდგეთ.


5
Posted by: babuagiorgi Oct 12 2009, 05:25 PM
1.ბატონო ალექსანდრე, რა ტიპის სახელმწიფოს სთავაზობთ საქართველოს?
მაინტერესებს სახელმწიფო მოდელი.

2. თქვენი პარტია იქნება ჩამოყალიბებული რუსეთში მცხვრები ქართველებისაგან, თუ გაქვთ რამე დასაყრდენი ბაზა საქართველოშიც?


რაც შეეხება პირველ შეკითხვას: საქართველო საპრეზიდენტო სახელმწიფოა. ჩემი აზრით, ასეთიც უნდა დარჩეს, სანამ არ გადაიჭრება მთავარი პრობლემა და მთავარი საკითხი - სანამ არ აღდგება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. მე აღვადგენ ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შემდეგ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა გახდეს, მე კი დავტოვებ პოლიტიკურ ასპარეზს. ამას ყველაფერს კანონით დადგენილი ვადა - 5 წელი დასჭირდება.
მეორე. ყველა ჩემს მოქმედებას საქართველოს მოქალაქეთა მხარდაჭერა დაედება საფუძვლად.



6
Posted by: marta003 Oct 12 2009, 05:51 PM
1.გაგვაცანით თქვენი ეკონომიკური პროგრამის ძირითადი მიმართულებები.
2.თქვენი ჰობი და ინტერესები.

ეკონომიკური პროგრამის ძირითადი მიმართულებები იმაში მდგომარეობს, რომ ეკონომიკის ყველა სტრატეგიული მიმართულების ნაციონალიზაცია მოხდება. ძირითადი აქცენტი მცირე ბიზნესზე გაკეთდება.
მეორე: ჰობი და ინტერესები. დღეს ჩემი ინტერესები ეს საქართველოს ეკონომიკის აღორძინება და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, სხვა რამისთვის დრო არ დამრჩება.




7
Posted by: viking777 Oct 12 2009, 05:52 PM
გამარჯობათ ბატონო ალექსანდრე

მაინტერესებს როგორი იქნება თქვენი პოლიტიკა კანონიერ ქურდებთან მიმართებაში?

საქართველოში კანონის უზენაესობა დამყარდება და ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, ციხეში აღმოჩნდება, იმის მიუხედავად თუ ვინ იქნება - ბანდიტი, ქურდი თუ მოხელე. რასაკვირველია, კანონმა ყველას უნდა მისცეს გამოსწორების შესაძლებლობა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დანაშაულისათვის სასჯელი და გამოსწორების შანსი.


8
Posted by: zen Oct 12 2009, 07:40 PM
ბატონო ალექსანდრე, როგორც ცნობილია, თქვენ დააფუძნეთ რუსეთში ალექსანდრე ნეველის სახელობის ლიტერატურულ-ისტორიული პრემია, რომელიც გადაეცემა ისტორიულ თემებზე საუკუთესო ლიტერატურული ნაწარმოებების ავტორებს. აპირებთ თუ არა მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალში საქართველოშიც?

დავით აღმაშენებლის სახელობის ლიტერატურული პრემიის წარდგენა თბილისში ნოემბრის პირველ ნახევარში გაიმართება საქართველოს ხალხთა კონგრესის საქმიანობის ფარგლებში.



9
Posted by: lasalexx Oct 12 2009, 07:44 PM
ბატონო ალექსანდრე, თქვენი შეფასებით არის თუ არა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ ოკუპირებული?

და მეორე შეკითხვა:
როგორ აფასებთ შარშან აგვისტოში დიმიტრი მედვედევის მიერ გამოცხადებულ "მშვიდობისადმი იძულების ოპერაციას"?

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილებია.
მეორე შეკითხვა: ომი, სწორედ საომარი მოქმედება საქართველოს ჯარების მთავარსარდალმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაიწყო. შეიძლება დავეთანხმოთ, რომ გარემოებებმა მოახდინა საამისოდ მისი პროვოცირება,მაგრამ საომარი მოქმედება პირველმა მან დაიწყო.



10
Posted by: Pioneer Oct 12 2009, 09:35 PM
ბატონო ალექსანდრე, აპირებთ თუ არა ინვესტიციები განახორციელოთ ქართულ ეკონომიკაში?

მე ვიბრძოლებ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობისათვის. ეს დღეს ჩემთვის უმთავრესი საკითხია, რადგან ინვესტიციები ქვიშაში არ უნდა წავიდეს, არამედ ქვეყნის რეალურ კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს. ამისათვის კი საჭიროა ძირეული პოლიტიკური და საკანონმდებლო ცვლილებები.


11
Posted by: babuagiorgi Oct 12 2009, 09:44 PM
ციტატა(Pioneer @ Oct 12 2009, 09:35 PM)
ბატონო ალექსანდრე, აპირებთ თუ არა ინვესტიციები განახორციელოთ ქართულ ეკონომიკაში?


თუ Pioneer-ს არ ეწყინება ამ შეკითხვას მე დავსვამ სხვა კუთხით.

ბატონო ალქესანდრე, აპირებთ ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში, იმ კანონმდებლობით რომელიც დღეს არის, თუ ჯერ მიიღებთ კანონმდებლობას ინვესტიციების თაობაზე?
უბალოდ მაინტერესებს, თუ ხედავს ბატონი ალექსანდრე განსხვავებას ინვესტიციასა და ყიდვას შორის.
ისე საინტერესოა რომელ ტიპის ინვესტიციებს ექნება მეტი უპირატესობა, რუსეთის თუ დასავლეთის?


ზემოთ ამას უკვე ვუპასუხე.


12
Posted by: Skyper Oct 12 2009, 11:13 PM
არ გეშინიათ პატარკაციშვილის ბედი გაიზიაროთ?

მე ალექსანდრე ებრალიძე ვარ. გთხოვთ, ვინმეში არ შეგეშალოთ.



13
Posted by: maxo-tt Oct 12 2009, 11:27 PM
დღეს საქართველოში ახალგაზრდებს პერსპექტივა არ აქვთ. რა პერსპექტივას სთავაზობთ ახალგაზრდებს, რომლებიც საზღვარგარეთ დარჩენაზე ოცნებობენ?

სახელმწიფომ უნდა შექმნას პირობები, რომლებიც განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება ახალგაზრდებისათვის. ეს ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება. მომავალი თაობების გარეშე, რა თქმა უნდა, ქვეყანასაც არ ექნება მომავალი.



14
Posted by: STARGAZER Oct 12 2009, 11:43 PM
რა გახდა განხეთქილების მიზეზი თქვენსა და ლევან პირველს შორის?
როგორ აფასებთ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მოქმედებას?

ლევან პირველი საქართველოს ხალხთა კონგრესის შემადგენლობიდან გაირიცხა. არ მინდა შეფასება მივცე ოპოზიციას, როცა საქართველოს ფარგლებს გარეთ ვიმყოფები, მაგრამ ერთს კი ვიტყვი - მათ შორის ერთი ტროას ცხენია და ეს ირაკლი ალასანიაა.



15
Posted by: kote-1962 Oct 13 2009, 12:58 PM
იუზერების საყურადღებოდ!
ამ თემიდან მოდერებს უკვე რამდენიმე პოსტი წაუშლიათ,გადავხედე ნაგვის ყუთს და არ მომწონს ზოგიერთის უადგილო მჭერმეტყველება,მით უმეტეს ზოგიერთის აშკარა უზრდელობა....
შეგახსენებთ,რომ ეს პოლიტიკური ფორუმია და არა საჩათავო ...შესაბამისად მოვიქცეთ,მასხრად ნუ ავიგდებთ საკუთარ თავს და მით უმეტეს ფორუმს.

პატივცემულო ორგანიზატორებო, შეკითხვების არ მეშინია და მზად ვარ ყველაზე მწვავე შეკითხვებსაც კი ვუპასუხო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Congress
post Oct 27 2009, 03:06 PM
Post #2


PRIVATE
*

Group: Members
Posts: 26
Joined: 12-October 09
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 999



16
Posted by: chege100 Oct 13 2009, 04:59 PM
ბ-ნ ალექსანდრე

მოგესალმებით პირველ რიგში და რამოდენიმე კითხვას დაგივამთ თქვენის ნებართვით

1. რა პერსპექტივა აქვს საქართველოში პრო რუსული ძალების მოძლიერებას და რა წინაპირობაა ამისათვის ?
2. კონკრეტულად რა ინტერესები აქვს ალექსანდრე ებრალიძეს საქართველოში?
3.თვლით თუ არა რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში ხელს უშლის იგივე ამ პრო რუსული ძალების დამკვიდრებას?
4. თვლით თუ არა რომ რუსეთმა უნდა გადახედოს თავის ნაბიჯებს კავკასიაში რათა უფრო დიდი მხარდაჭერა მოიპოვოს?
5. თვლით თუ არა რომ ის ამბიციები რომელიც თქვენ გაქვთ საქართველოსთან მიმართებაში უფრო მეტ ფინანსებს და მეტ მუშაობას მოითხოვს . ცოტა არ იყოს სასაცილოდ მეჩვენება ამ ამბიციების განხორციელება ასეთ პირობებში
ზოგადი გადმოსახედიდან ეს 5 ვე კითხვა ერთ კითხვაშიც შეიძლებოდა ჩატეულიყო , თუმცა ზოგად კითხვას ზოგადი პასუხი მოსდევს ხოლმე შესაბამისად მნიშვნელოვანია დეტალურად განვიხილოთ რიგი საკიტხებისა რომელიც ზემოთაა ჩამოთვლილი


რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივები ეს არის მეგობრობა და სახელმწიფოებრიობის პატივისცემა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიულ მთლიანობაზეა დამოკიდებული.
მეორე, ერთი ინტერესი მაქვს - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
მესამე, რუსეთი ბევრ რამეში ტყუის საქართველოსთან. საქართველოსგან განსხვავებით მას შეუძლია თავს ამის უფლება მისცეს. საქართველომ კი რუსეთთან მიმართებაში შეცდომები არ უნდა დაუშვას.
მეოთხე, გეთანხმებით, რუსეთმა კავკასიაში პოლიტიკა უნდა შეცვალოს.
მეხუთე, ვგულისხმობ 2013 წლის კონსტიტუციურ არჩევნებს. მოღვაწეობა ეს-ესაა დავიწყე, და, რასაკვირველია, იგი მზარდი რეჟიმით წარიმართება.




17
Posted by: dire Oct 13 2009, 10:55 PM
ბატონო ალექსანდე... შეგიძლიათ სახალხოდ განაცხადოთ რომ ე.წ. კანონიერი ქურდები მიგაჩნიათ საოზგადოების სირცხვილად, არამზადებათ და საერთოდ მათ მიმართ პატივისცემა არ გაგაჩნიათ...
პატივისცემით...
ჩასაფრებული
დირე.

ამ კითხვას უკვე ვუპასუხე. კანონის უზენასეობა - უპირველეს ყოვლისა.


18
Posted by: aqunda Oct 14 2009, 12:55 AM
რაკი ასეა, მეც დაგისვამთ შეკითხვას
ბატონო ებრალიძე, ვფიქრობ, თქვენი პრეზიდენტობის შემთხვევაში პირველი „დეკრეტი“ გახდება ბრძანებულება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოლქის აღიარების შესახებ, რომლის რატიფიკაციას პარლამენტი უმოკლეს ვადაში მოახდენს, ხომ ასეა? წინასწარ გიხდით მადლობას

სამ თვეში გაიხსნება გზები და აღდგება კომუნიკაციები აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან, რუსეთთან. რუსეთის ფედერაციასთან დამყარდება უვიზო მიმოსვლა, ხალხი, ფული,საქონელი თავისუფლად იმოძრავებს. შემდეგი ნაბიჯი იქნება აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობასთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იურიდიული გაფორმება.


19
Posted by: Precursor Oct 14 2009, 01:13 PM
ბატონო ალექსანდრე!

1. თვლით თუ არა, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, თუ არ ჩავთვლით ბიზნესისა და კულტურულ-ინტელექტუალური სფეროს ელიტის წარმომადგენლებს, ფაქტიურად იმყოფებიან მძევლების მდგომარეობაში და საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საჭიროა შეიქმნას მათი სამშობლოში დაბრუნებისთვის ხელშემწყობი პირობები? (ვგულისხმობ საქართველოში მათთვის სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფასა და მთლიანად ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებას, რაც მათ საშუალებას მისცემდათ გაეკეთებინათ არჩევანი უცხოეთში მეორე კატეგორიის ადამიანთა სტატუსსა და სამშობლოში ღირსეულ მოღვაწეობას შორის...)

2. თვლით თუ არა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საქართველომ უნდა იზრუნოს რუსეთში მცხოვრები ქართველების რეალურ კონსოლიდაციაზე და სათვისტომოების შექმნის ხელშეწყობაზე?

3. თვლით თუ არა, რომ საქართველომ აქტიურად უნდა იმოქმედოს რუსულ საზოგადოებაში ხელისუფლების მიერ კულტივირებული "გრუზინოფობული" განწყობილებების შესაჩერებლად და ამისათვის რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამდით?


2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გავიმარჯვებ და სიტუაცია ძირფესვიანად შეიცვლება ამ კუთხითაც.
მეორე, ეს ორმხრივი პროცესია ანუ საქართველოს მზრუნველობას ადგილზე ამის სურვილიც უნდა დახვდეს. თავისთავად კი, რა თქმა უნდა, საქართველომ ამაზე უნდა იზრუნოს და ბევრად ადრეც უნდა ეზრუნა კიდეც.
მესამე, პოლიტიკური გამარჯვების გარეშე თქვენ მიერ ჩამოთვლილი ვერც ერთი საკითხი ვარ განხორციელდება.



20
Posted by: vediashvili Oct 15 2009, 03:46 PM
1) ვენაში კონფერენცია ,როგორც ვიცი ,ლევან პირველის ორგანიზაციით გაკეთდა , არ გრძნობთ თავს არაეთიკურად მას შემდეგ რაც არ ხართ ავსტრიის მოქალაქე და ხართ ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი?

2) როგორც თქვენმა ადვოკატმა 7 აპრილს განაცხადა,ლევან პირველმა დატოვა ორგანიზაცია, შემდეგ თქვენ გააკეთეთ განცხადება რომ იგი 7ივლის გაირიცხა ორგანიზაციიდან. თუ დატოვა როგორღა გაირიცხა?

3) ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია რომ თქვენმა ადვოკატებმა მოგწერეს წერილი რის საფუძველზეც თქვენ გთავაზობენ ორგანიზაციის დატოვებას. ამ შემთხვევაში ვინ უნდა უხელმძღვანელოს კონგრესს?

4) თქვენი განცხადებები საქართველოში აღიქმება ისე, თითქოს თქვენ ბრძანდებით მიშასთან შეკრული პოლიტიკოსი. ვისთან ხართ შეკრული და საერთოდ რა თამაშს თამაშობთ?



მე მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში ვმოქმედებდი, ვმოქმედებ და ვიმოქმედებ.
მეორე, ლევან პირველი საქართველოს ხალხთა კონგრესიდან გაირიცხა.
მესამე, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი მე ვარ - ალექსანდრე ებრალიძე.
მეოთხე, ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება მკარნახობს, რომ თქვენი შეკითხვების არსებითი ნაწილი თქვენს შინაგან მდგომარეობას და იმ პრინციპებს გამოხატავს, რომლებითაც ცხოვრებაში ხელმძღვანელობთ. ეს პრინციპები ჩემთვის უცხოა და სრულიად მიუღებელი.




21
Posted by: kote-1962 Oct 16 2009, 11:47 PM
ბატონო ალექსანდრე!
პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი პიროვნება–ვინ ბრძანდებით,მოკლე ბიოგრაფია,ინტერესები,ჰობი..... რა იდეები გაქვთ,რის განხორციელებას აპირებთ საქართველოსთან მიმართებაში,ანუ გაგვაცანით თავი.

მიჭირს საკუთარ თავზე ლაპარაკი. ერთადერთი , შემიძლია გითხრათ, რომ ბიზნესი 1989 წლიდან დავიწყე, მაშინ 34 წლის ვიყავი. ბიზნესი რომ წამოვიწყე, ჩემს ოჯახთან - მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად კომუნალურ ბინაში ვცხოვრობდი, 14 კვადრატულმეტრიან ოთახში და ჯიბეში ერთი მანეთიც კი არ მედო. დღეს 2009 წელია, იმ კომპანიების მთლიანი ბრუნვა, რომლებსაც მე ვხელმძღვანელობ, საქართველოს წლიურ ბიუჯეტზე ოდნავ ნაკლებია. სულ ეს არის, რაც ჩემს შესახებ შემიძლია გითხრათ. დანარჩენი სხვებმა უნდა თქვან.


22
Posted by: iesaia Oct 18 2009, 11:34 AM
ბატონო ალექსანდრე,რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვენ ამბობთ, რომ საქართველო უნდა იყოს სოციალურად პასუხისმგებელი სახელმწიფო,გეთანხმებით.როგორი იქნება თქვენი პირველი ნაბიჯები ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, შექმნით თუ არა პარტიას? პატივისცემით, იესე.


გცნობთ, პატივცემულო იესე, დასმული შეკითხვების სიღრმით და ინტელიგენტურობით. გპასუხობთ - საბაზრო ეკონომიკა სახელმწიფოს სასტიკი და აუცილებელი შემადგენელია და საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას პენსიონერები, ღარიბები და ყველა გაჭირვებული. ვალდებულია.


23
Posted by: Congress Oct 19 2009, 07:16 PM
ვინაიდან ბანერების განთავსება დროზე ვერ მოხერხდა, შეკითხვების დასმის ვადამ 23 ოქტომბრამდე გადაიწია, და შესაბამისად, პასუხები ამ თარიღის შემდეგ იქნება. პოლიტფორუმის წევრებს ბოდიშს ვუხდი ამ ხარვეზისათვის.



24
Posted by: Dimpitaurize Oct 20 2009,01:55 PM
მე ასეთი შეკითხვა მაქვს:

თუ იცნობთ საქართველოს საგადასახადო სისტემას და თქვენი აზრით, რამდენად ლიბერალური და ეკონომიკის განვითარებისთვის ხელშემწყობია ეს სისტემა?

მაგალითად, სერიოზულად მუსირებს აზრი, რომ სახელმწიფო მალე დააკანონებს მოგების გადასახადის ყოველთვიურ გადახდას ნაცვლად ყოველკვარტლურისა. ეკონომიკური კრიზისის პირობებში, თქვენი აზრით, რამდენად დამანგრეველი ნაბიჯი იქნება ეს?

თქვენ ღრმად ეკონომიკური ხასიათის კითხვას მისვამთ. გარწმუნებთ, ეკონომიკასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ აღდგება ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა. გიმეორებთ, თუ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან საქართველოს ტერიტორიული გაერთიანება არ მოხდა, საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ქართულ კულტურას, ქართულ ენას არსებობა არ უწერია. უპირველესი საკითხი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.


25
Posted by: George from Georgia Oct 212009, 10:46 AM
(მაპატიეთ, რომ ამ შეკითხვებს დაგვიანებით ვსვამ - ფორუმის ეს თემა, როგორც ვიცი, დახურულია. გთხოვთ, ეს შეკითხვა კითხვების საერთო ჩამონაწერში ჩართოთ).

გამარჯობათ, ბატონო ალექსანდრე!

მე მაქვს ორი შეკითხვა:

1) თქვენი განცხადებები საქართველოს ნეიტრალიტეტის შესახებ რუსეთის სასარგებლოდაა - ეს ფაქტიურად მოწოდებაა ჩვენი ქვეყნის განიარაღებისაკენ. თქვენ იმის მომხრე ხართ, რომ ჩვენ ჯარის გარეშე დავრჩეთ?

2) თუ თქვენ საქართველოს პრეზიდენტი გახდით, გახდება თუ არა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი, თუ ამის შესახებ უნდა დავივიწყოთ?

გმადლობთ.


გპასუხობთ შეკითხვაზე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო არ უნდა იყოს პლატფორმა ან პლაცდარმი ორი გიგანტის - ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობის გარკვევისათვის. აქედან ერთადერთი გამოსავალი ნეიტრალიტეტია. ნეიტრალიტეტი არ გულისხმობს შეიარაღებული ძალების ლიკვიდაციას და განიარაღებას. ჩემი გაგებით, ნეიტრალიტეტი ეს არის უძლიერესი ჯარი, ეს არის შეიარაღება, თავდაცვის სისტემა. მაგალითი უნდა იყოს შვეიცარული კონფედერაციის შეირაღებული ძალები.თანამედროვე ტექნიკით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ძლიერი ჯარი ქართველი ერისთვის აუცილებელია, რათა აღორძინდეს პატრიოტული, ისტორიული, გენეტიკური სულისკვეთება, რომელიც ჩვენში ბჟუტავს და თავის ჟამს ელის. საქართველოსთვის ჯარი აუცილებელია.
მეორე. საქართველო მომავალში აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.



26
Posted by: guanin Oct 21 2009, 11:30 AM
თუ შეიძლება, ჩემი შეკითხვაც შეიტანეთ. ეთანხმებით თუ არა იმ აზრს, რომ რუსეთთან შერიგება ამერიკის შეერთებულ შტატებთან მტრობას ნიშნავს. განა ეს ხელსაყრელია საქართველოსთვის?


გპასუხობთ. ჩემი უფროსი ქალიშვილი ექიმია,შეერთებული შტატების მოქალაქეა. ჩემი სამი შვილიშვილიც შეერთებული შტატების მოქალაქეები არიან. ჩემი სიძე ქირურგია, შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიცერი. როგორ გგონიათ, რას ვისურვებდი ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისათვის? რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება შეერთებულ შტატებთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნებასთან ერთად უნდა მოხდეს.


27
Posted by: azazelo Oct 21 2009, 02:14PM
გულწრფელად გგონიათ, რომ თქვენ საქართველოს პრეზიდენტობის თუნდაც მცირე შანსი მაინც გაქვთ?!

2013 წლის არჩევნებში მე გამაოგნებელ გამარჯვებას მოვიპოვებ მთელი ქართველი ხალხის მხარდაჭერით.

28
Posted by: kromvelos Oct 21 2009, 02:34 PM
შევდივარ ერთ-ერთ საინფორმაციო საიტზე და მხვდება რეკლამა - დაუსვით შეკითხვა ალექსანდრე ებრალიძეს
ძალიან კარგი. სერიოზული რეკლამაა, სხვათა შორის ჩვენი ფორუმისაც!

ბატონო ალექსანდრე, თვლით თუ არა, რომ შეგწევთ ძალა იმისა, რომ საქართველო, რომელიც ფაქტიურად როგორც სახელმწიფო არ არსებობს, გამოიყვანოთ ამ მძიმე მდგომარეობიდან. და ამისთვის რა მიგაჩნიათ უმთავრესად გასაკეთებლად?
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პასუხი არ იქნება სადღეგრძელო, რასაც ასე მიგვაჩვიეს ჩვენმა ვაი-პოლიტიკოსებმა .


პირველი - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც დაკავშირებულია მეორე ფაქტორთან - რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის განახლება, რუსეთის ფედერაციასთან უვიზო მიმოსვლა, ფულის, საქონლის, ადამიანების თავისუფალი მოძრაობა. რუსეთის ბაზარზე დაბრუნება, საქართველოს გახსნა რუსეთის კაპიტალისა და სხვა ქვეყნების კაპიტალისათვის. ახალი კონსტიტუციის შემუშავება - შემდგომ ეტაპზე საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა გახდეს. კანონი და მხოლოდ კანონი, კანონის უზენაესობა ყველაფერში.
მე არავისთვის არაფერი მომიპარავს. არასოდეს სხვისი არ მიმითვისებია. ყველაფერი, რასაც მივაღწიე, ჩემი ხელითაა შექმნილი. ყველაფერი, რაც გამიკეთებია, შეგიძლიათ მობრძანდეთ და ნახოთ, ხელით შეეხოთ, იცხოვროთ...არ ვსვამ. შეკითხვისთვის გმადობთ.



29
Posted by: zuka_maxara Oct 22 2009, 07:59 PM
მართლა ფიქრობთ რო გაქვთ შანსი გახდეთ საქართველოს პრეზიდენტი? და მართლა გგონიათ რომ თქვენნაირ პიროვნებას რომელიც გაბერილია მარტო ფულით და სხვა არაფრით, შეუძლია გახდეს საქართველოს პრეზიდენტი მაშIნ როდესაც საქართველო რუსეთის ომის დროს თქვენ იმყოფებოდით რუსეთში და ტავარიშ პუტინისთვის აღარ იცოდით თავიი როგორ მოგეწონებინათ და ერთი ნატვრა გქონდათ მარტო რო სააკაშვილი წასულიყო და თქვენ მოეყვანეთ, და ამ ყველაფრის მერე ომის დროს ხმის ამოუღებლობის შემდეგ ( თუმცა გავითვალისწინოთ რომ ქართულად ამოღებას ჯობდა ვაფშე ხმა არ ამოგეღოთ) მართლა სრული სერიოზულობით ფიქრობთ საქართველოს პრეზიდენტობას? ძალიან დიდი ბოდიში და მემგონი პრეზიდენტობაზე კი არა იმაზე უნდა ფიქრობდეთ რამეთი მაინც დაეხმაროთ ქვეყანას და არა პირიქით ზიანი მიაყენოთ თუნდაც იმითი რომ სურვილს საქართველოს პრეზიდენტობაზე გამოთქვამს თქვენნაირი მჭერმეტყველი პოლიტიკოსი..


პატივცემულო თანამემამულე, ვეცდები ყველა დასმულ შეკითხვას ვუპასუხო.
მე საქართველოს სუვერენიტეტის მომხრე ვარ.
მე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მომხრე ვარ.
მე რუსეთის ფედერაციასთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის მომხრე ვარ.
მე შეერთებულ შტატებთან მეგობრული ურთიერთობის მომხრე ვარ.
მე საქართველოს ევროკავშირში შესვლის მომხრე ვარ.
მე ეკონომიკის ყველა სტრატეგიული მიმართულების ნაციონალიზაციის მომხრე ვარ.
მე გადამუშავების, მომსახურების და ყველა იმ სფეროში მცირე ბიზნესის განვითარების მომხრე ვარ, რომელიც ეკონომიკის მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებებს არ ეხება.
მე, ფასიან მედიცინასთან ერთად, პენსიონერებისა და ღარიბებისათვის უფასო საავადმყოფოების, პოლიკლინიკების ქსელის შექმნის მომხრე ვარ.
მე ნეიტრალიტეტის მომხრე ვარ.
მე ძლიერი ჯარის მომხრე ვარ.
მე კანონის უზენაესობის მომხრე ვარ.
მე მთელი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის გამჭვირვალობის მომხრე ვარ.
მე საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრე ვარ.
ყველა ეს სურვილი განმტკიცებულია ჩემი ცოდნით, ჩემი პრაქტიკულად უკვე გაკეთებული საქმეებით.
მე ვიქნები საქართველოს პრეზიდენტი!
5 წლის განმავლობაში ჩემს თანამოაზრეებთან ერთად განვახორციელებ ყველა ამ რეფორმას და დავტოვებ პოლიტიკურ ასპარეზს.
გვერდით თუ არ დამიდგებით, ზურგსუკან დამიდექით, თუ თქვენთვის ძვირფასია საქართველო.
გიცხადებთ ჩემს პატივისცემას და გიხდით მადლობას.



30
Posted by: lord_acho Oct 22 2009, 09:30 PM
ბატონო ალექსანდრე ...ბოდიშს გიხდით მაგარამ არ შემიძლია რომ ეს კითხვა არ დაგისვათ რატომ გინდათ რომ არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა ?!

მოგახსენებთ შემდეგს. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ჩემი შინაგანი „მეს“ თანხმობით ვაკეთებ. ბოლო 20 წელია რამდენიმე ძმათამკვლელი ომი ვაწარმოეთ, ყველა ომი წავაგეთ. და ახლა მივექანებით უფსკრულისკენ, სადაც ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ხალხს, კულტურას და ენას არსებობა არ უწერია. ყველაფერი რაც საქართველოში ხდება, თუნდაც ჩემს გარეშე, მე მეხება, როგორც ქართველს. ამას ვერ შევურიგდები. ამას გამოვასწორებ!


31
Posted by: jupui Oct 23 2009, 12:50 PM
ბატონო ალექსანდრე როგორ აფასებთ კახა აბულაძის მიერ განხორციელებულ დივერსიულ აქტს ბატონი დავით ჭავჭანიძის მიმართ?!

ამ ფაქტზე რატომღაც ყველა დუმს.

ძალიან მიჭირს ამ სიტუაციაზე რამის თქმა, რადგან არ ვიცნობ მთელ ფაქტოლოგიურ მასალას. მაპატიეთ. გმადლობთ.


32
Posted by: machkatela Oct 23 2009, 01:14 PM
კი, მარაა.......კითხვებისკენ მოწოდება რატომ დევს საინფორმაციო სააგენტოს გვერდზე???

და ბატონო ალექსანდრე.......... რით დაგვარწმუნებთ რომ ხელისუფლების თამაშს არ თამაშობთ.....???

და რაც მთავარია, კრემლში საქართველოს სიყვარულისთვის მადლობას რომ იხდიდით, რა გრძნობა გქონდათ?????


ვპასუხობ თქვენს კითხვას. არის ასეთი ლათინური სიტყვა Virtus. ინგლისურ ენაზე ნიშნავს - valour, რუსულად - доблесть. ქართულში ერთი სიტყვით ამას ვერ გამოხატავ, ქართულად ეს ნიშნავს სულიერ ვაჟკაცობას, სულიერ სიმამაცეს. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ - არა ზოგადად ვაჟკაცობას, ზოგადად სიმამაცეს, არა ფიზიკურ ძალას, არამედ სულიერ ვაჟკაცობას, სულიერ სიმამაცეს. რამდენიმე ათწლეულის წინ, წარსულს რომ თვალი გადავავლე და მიმდინარე ამბები გავაანალიზე, ჩემი ცხოვრების დევიზად სწორედ ეს სიტყვა შევარჩიე: სულიერი სიმამაცე. მუდამ ვიცავდი და ვიცავ ამ პრინციპს. სწორედ ეს სლოგანია დღეს კომპანიის დევიზი, რომელიც შევქმენი, რომელსაც სათავეში ვუდგავარ და რომელშიც რამდენიმე ათასი კაცი მუშაობს. სულ ეს არის, რაც შემიძლია გითხრათ. დანარჩენი თქ ვენ იფიქრეთ და თავად განსაჯეთ!


33
Posted by: rarikola Oct 23 2009, 06:42 PM
სად წავიდა კოტე შენი პოსტი ვნახე ცოტა ხნის წინ 1000 % გეთანხმები . ეგ შეკითხვები არ არის ეგ არის რო შეგინება უნდოდა და უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა ....
უნდა წაიშალოს მსგავსი ბოდვები.
თუ რამეს სჭირდება მოდერაცია , და სხვაგან არსად რო არ იყოს ამ თემას მაინც სჭირდება.


მადლობას გიხდით ყველას, ვინც კითხვები გამომიგზავნეთ.
სრულიად გულახდილად გიპასუხეთ. გამოვყოფ მთავარს.

მთავარია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
მთავარია რუსეთის ფედერაციასთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა. თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგა, ჩვენი „მეგობრები“ და მეზობლები როგორც სახელმწიფოს გაგვანადგურებენ.

ტერიტორიული მთლიანობა.
ნეიტრალიტეტი.
ძლიერი ჯარი.
კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთთან.

წარმატებებს გისურვებთ ყველას.
გმადლობთ,
ალექსანდრე ებრალიძე
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha1997
post Oct 27 2009, 06:43 PM
Post #3


LIEUTENANT
***

Group: Members
Posts: 807
Joined: 9-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 367



QUOTE(Congress @ 12th October 2009 - 07:19) *
გპასუხობთ შეკითხვაზე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო არ უნდა იყოს პლატფორმა ან პლაცდარმი ორი გიგანტის - ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობის გარკვევისათვის. აქედან ერთადერთი გამოსავალი ნეიტრალიტეტია. ნეიტრალიტეტი არ გულისხმობს შეიარაღებული ძალების ლიკვიდაციას და განიარაღებას. ჩემი გაგებით, ნეიტრალიტეტი ეს არის უძლიერესი ჯარი, ეს არის შეიარაღება, თავდაცვის სისტემა. მაგალითი უნდა იყოს შვეიცარული კონფედერაციის შეირაღებული ძალები.თანამედროვე ტექნიკით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ძლიერი ჯარი ქართველი ერისთვის აუცილებელია, რათა აღორძინდეს პატრიოტული, ისტორიული, გენეტიკური სულისკვეთება, რომელიც ჩვენში ბჟუტავს და თავის ჟამს ელის. საქართველოსთვის ჯარი აუცილებელია.
მეორე. საქართველო მომავალში აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.





მეც ამ აზრის მომხრე ვარ,მაგარამ ცოტა ეჭვი მეპარება ეს ბატონი საქართველოს პრეზიდენტი რომ გახდეს, იგივე გზა აირჩიოს რა აზრიც აქ გამოთქვა. smile.gif



QUOTE(Congress @ 12th October 2009 - 07:19) *
Posted by: lasha1997 Oct 12 2009, 05:18 PM
ბატ.ალექსანდრე,რა გარანტიები გვაქვს იმის რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობის შემთხვევაში ის დაგვიბრუნებს ტერიტორიებს და როგორ წარმოგიდგენიათ ეს კარგი ურთიერთობა?

გპასუხობთ. კითხვის არსებით ნაწილში იმავე შეცდომას უშვებთ, როგორსაც საქართველოს მოქმედ პოლიტიკოსთა უმრავლესობა. დაიხსომეთ - არავინ არაფერს არ დაგვიბრუნებს. ჩვენი ბედნიერება ჩვენს ხელთაა. ჩვენი ვალია აფხაზ ხალხთან, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან, რუსეთთან ურთიერთობა ისე მოვაგვაროთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ხელსაყრელი, აუცილებელი და გარდაუვალი პროცესი გახდეს. ჩვენ, ქართველი მამაკაცები, მზად უნდა ვიყოთ, თავი დავდოთ ამ წმინდათაწმიდა მიზნისათვის.


ჩვენი ბედნიერება ჩვენს ხელში არ არის.ის არის ამერიკის და რუსეთის ხელში.

აფხაზებთან და ოსებთან რუსეთის გარეშე არა მგონია მოლაპარაკება შედგეს და გამოდის ისე,რომ მთლიანად საქართველო თუ გახდა რუსეთის სატელიტი ქვეყანა მაშინ ყველაფერი მოგვარდება.


დიდი მადლობა ჩემი კითხვაზე პასუხის გაცემაზე. smile.gif


--------------------
დოქსოპულოების დრო დაბრუნდა საქართველოში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Congress
post Oct 27 2009, 06:45 PM
Post #4


PRIVATE
*

Group: Members
Posts: 26
Joined: 12-October 09
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 999



აქ რატომ, შეგიძლიათ იმავე თემაში განიხილოთ, მეტიც - სჯობს იქ განიხილოთ, ეს თემა კი დახურეთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha1997
post Oct 27 2009, 06:46 PM
Post #5


LIEUTENANT
***

Group: Members
Posts: 807
Joined: 9-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 367



კი ბატონო მაშინ ამას გადავიტან იქ,ან მოდერმა გადაიტანოს.არა მაქვს პრობლემა და მასე სჯობს ალბათ.


--------------------
დოქსოპულოების დრო დაბრუნდა საქართველოში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha1997
post Oct 27 2009, 06:51 PM
Post #6


LIEUTENANT
***

Group: Members
Posts: 807
Joined: 9-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 367



QUOTE(Congress @ 12th October 2009 - 07:19) *
გპასუხობთ შეკითხვაზე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო არ უნდა იყოს პლატფორმა ან პლაცდარმი ორი გიგანტის - ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობის გარკვევისათვის. აქედან ერთადერთი გამოსავალი ნეიტრალიტეტია. ნეიტრალიტეტი არ გულისხმობს შეიარაღებული ძალების ლიკვიდაციას და განიარაღებას. ჩემი გაგებით, ნეიტრალიტეტი ეს არის უძლიერესი ჯარი, ეს არის შეიარაღება, თავდაცვის სისტემა. მაგალითი უნდა იყოს შვეიცარული კონფედერაციის შეირაღებული ძალები.თანამედროვე ტექნიკით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ძლიერი ჯარი ქართველი ერისთვის აუცილებელია, რათა აღორძინდეს პატრიოტული, ისტორიული, გენეტიკური სულისკვეთება, რომელიც ჩვენში ბჟუტავს და თავის ჟამს ელის. საქართველოსთვის ჯარი აუცილებელია.
მეორე. საქართველო მომავალში აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.





მეც ამ აზრის მომხრე ვარ,მაგარამ ცოტა ეჭვი მეპარება ეს ბატონი საქართველოს პრეზიდენტი რომ გახდეს, იგივე გზა აირჩიოს რა აზრიც აქ გამოთქვა. smile.gif


მეორეც.რუსეთი არ დაუშვებს ესეთი ქვეყნის შექმნას ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში.


QUOTE(Congress @ 12th October 2009 - 07:19) *
Posted by: lasha1997 Oct 12 2009, 05:18 PM
ბატ.ალექსანდრე,რა გარანტიები გვაქვს იმის რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობის შემთხვევაში ის დაგვიბრუნებს ტერიტორიებს და როგორ წარმოგიდგენიათ ეს კარგი ურთიერთობა?

გპასუხობთ. კითხვის არსებით ნაწილში იმავე შეცდომას უშვებთ, როგორსაც საქართველოს მოქმედ პოლიტიკოსთა უმრავლესობა. დაიხსომეთ - არავინ არაფერს არ დაგვიბრუნებს. ჩვენი ბედნიერება ჩვენს ხელთაა. ჩვენი ვალია აფხაზ ხალხთან, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან, რუსეთთან ურთიერთობა ისე მოვაგვაროთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ხელსაყრელი, აუცილებელი და გარდაუვალი პროცესი გახდეს. ჩვენ, ქართველი მამაკაცები, მზად უნდა ვიყოთ, თავი დავდოთ ამ წმინდათაწმიდა მიზნისათვის.


ჩვენი ბედნიერება ჩვენს ხელში არ არის.ის არის ამერიკის და რუსეთის ხელში,ჯერ.

აფხაზებთან და ოსებთან რუსეთის გარეშე არა მგონია მოლაპარაკება შედგეს და გამოდის ისე,რომ მთლიანად საქართველო თუ გახდა რუსეთის სატელიტი ქვეყანა მაშინ ყველაფერი მოგვარდება.


დიდი მადლობა ჩემი კითხვაზე პასუხის გაცემაზე. smile.gif



QUOTE(Congress @ 27th October 2009 - 06:06) *
სამ თვეში გაიხსნება გზები და აღდგება კომუნიკაციები აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან, რუსეთთან. რუსეთის ფედერაციასთან დამყარდება უვიზო მიმოსვლა, ხალხი, ფული,საქონელი თავისუფლად იმოძრავებს. შემდეგი ნაბიჯი იქნება აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობასთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იურიდიული გაფორმება.



QUOTE(Congress @ 12th October 2009 - 07:19) *
ეს არაერთხელ მითქვამს, შევეცდები, მოკლედ და ზოგადად ჩამოვაყალიბო: ცხინვალის რეგიონის პრობლემა, ასევე აფხაზეთის პრობლემა სამი ფაქტორის ერთობლიობით არის განპირობებული. ესენია მორალურ-ფსიქოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორები. სწორედ ამგვარი თანამიმდევრობით. პრობლება ორ ეტაპად გადაწყდება: პირველი - სამ თვეში, მეორეს ერთიდან ორ წლამდე პერიოდი დასჭირდება.



ისე დაჯერებით ამბობთ ამას,რომ შეთანხმებული გაქვთ უკვე?


--------------------
დოქსოპულოების დრო დაბრუნდა საქართველოში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
გალუნგუნგგ
post Oct 27 2009, 07:02 PM
Post #7


buh !
*******

Group: Root Admin
Posts: 11,707
Joined: 1-April 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 1



QUOTE
ისე დაჯერებით ამბობთ ამას,რომ შეთანხმებული გაქვთ უკვე?



რუსეთის საშუალებით გაკეთებული არაფერი გვინდა, ხომ? რუსეთი ხომ ბუაა და შენ ისედაც ამერიკის მოქალაქეობას ელოდები... )))
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha1997
post Oct 27 2009, 07:04 PM
Post #8


LIEUTENANT
***

Group: Members
Posts: 807
Joined: 9-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 367



QUOTE(Dimpitaurize @ 27th October 2009 - 10:02) *
რუსეთის საშუალებით გაკეთებული არაფერი გვინდა, ხომ? რუსეთი ხომ ბუაა და შენ ისედაც ამერიკის მოქალაქეობას ელოდები... )))



შენებურათ ნუ ატრიალებ.მე ეგ არსად არ მითქვამს.


ხომ გაგიგია,ვინც იხდის მუზონის ფულს ის უკვეთვას მუზონსაცო.smile.gif


პ.ს. მკიდია ამერიკის მოქალაქეობა.მე ქართველი ვარ და ჩემი ქვეყანა საქართველოა. smile.gif


--------------------
დოქსოპულოების დრო დაბრუნდა საქართველოში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
გალუნგუნგგ
post Oct 27 2009, 07:16 PM
Post #9


buh !
*******

Group: Root Admin
Posts: 11,707
Joined: 1-April 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 1



QUOTE
პ.ს. მკიდია ამერიკის მოქალაქეობა.მე ქართველი ვარ და ჩემი ქვეყანა საქართველოა.


ნუ ასე, სიტყვებად, გკიდია, მაგრამ არ გკიდია, შენც კარგად იცი. ))


მუზონის და მუზონის ფული ვერ გავიგე, რა შუაშია, ვინმეს რუსეთი უხდის ფულს თუ რა ხდება? ))
Go to the top of the page
 
+Quote Post
kromvelos
post Oct 27 2009, 07:19 PM
Post #10


CAPTAIN
****

Group: Members
Posts: 2,213
Joined: 21-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 434



ბატონო ალექსანდრე, თქვენი გეგმები და შემართება ერთობ შთამბეჭდავია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რაც არც თუ მწირი უნდა იყოს, და ამ შეთხვევაში ფინანსურ შესაძლებლობებს მარტო ნამდვილად არ ვგულისხმობ, მაქსიმუმს შეეცდებით მიზნის მისაღწევად. მარა...
საბოლოო ჯამში ჩვენ ყველანი მაინც ადამიანები ვართ და არა ღმერთები smile.gif
დავუშვათ, მიშამ ათასგვარი მანიპულაციებით, რაც პირადად მე დამღუპველად მიმაჩნია საქართველოსთვის, მოახერხა და 2013 წლამდე შეინარჩუნა პოსტი, და შემდგომ არჩევნებში თქვენ გახდებით საქართველოს პრეზიდენტი, თუ ვერ შეასრულებთ პირობებს დათქმულ დროში, რაც ფრიად თAმამად დაგვიწერეთ, და ამ პირობებს უკვე ცულითაც ვეღარ ამოშლი მეხსიერებიდან, მაშინ რა ვქნათ, უფრო სწორად - რას იზამთ?
მიშას ტრაბახი თუნდაც 2008 წლის იანვარში იმაზე, რომ ცხინვალი ერთ წელიწადში დაბრუნდწებოდა და აფხაზეთიც სულ ცოტა ხანში თავად მოინდომებდა ჩვენთან სიამტკბილობას, მწარედ გვახსოვს biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha1997
post Oct 27 2009, 07:22 PM
Post #11


LIEUTENANT
***

Group: Members
Posts: 807
Joined: 9-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 367



QUOTE(Dimpitaurize @ 27th October 2009 - 10:16) *
ნუ ასე, სიტყვებად, გკიდია, მაგრამ არ გკიდია, შენც კარგად იცი. ))


შენ რა იცი მე რა მკიდია და რა არა? არ ვიტყუილები არასოდეს.ამ ყველაფერს ჩემი შვილისთვის ვაკეთებ და მე აუცილებლად დავბრუნდები როცა იქნება.


QUOTE(Dimpitaurize @ 27th October 2009 - 10:16) *
მუზონის და მუზონის ფული ვერ გავიგე, რა შუაშია, ვინმეს რუსეთი უხდის ფულს თუ რა ხდება? ))

თუ რუსეთმა „დაგვიბრუნა“ ტერიტორიები და „ბედნიერი“ ცხოვრებაც მოგვიწყო.აი ეგ ვიგულისხმე.


ეს თემა ჩემზე და ჩემს ემიგრანტობაზე არ არის. smile.gif მადლობა ბატ.ალექსანდრეს პასუხების გაცემისთვის.


--------------------
დოქსოპულოების დრო დაბრუნდა საქართველოში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kromvelos
post Oct 27 2009, 07:30 PM
Post #12


CAPTAIN
****

Group: Members
Posts: 2,213
Joined: 21-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 434



lasha1997
QUOTE(lasha1997 @ 27th October 2009 - 20:22) *
ამ ყველაფერს ჩემი შვილისთვის ვაკეთებ და მე აუცილებლად დავბრუნდები როცა იქნება.

ხშირად შენი პოსტები ამ თემაზე გამიტარებია, რადგან შენ სრული უფლება გაქვსა ისე იცხოვრო, როგორც შენ თვლი რომ შენთვის უკეთესია, თAნ მით უმეტეს, ამ თემაში იმედია წაშლიან, მარა ეს არგუმენტი რომ არაა, ამას, მინიმუმ უნდა ხვდებოდე. დალოცვილი, შენი სამშობლო შენთვისაც და შენი შვილისა და შენი შვილიშვილისთვისაც სამშობლოა. საქმეც მაგაშია, რომ ყველას კაი ცხოვრება უნდა თAვისი შვილებისთვისაც! დიმპიტაც მაგას ამბობს, და მინიმუმ არ უნდა უარყო ეს! ამაზე მეტჯერ აღარ გეტყვი არაფერს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
zen
post Oct 27 2009, 07:41 PM
Post #13


GENERAL
*****

Group: Validating
Posts: 5,975
Joined: 12-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 387



QUOTE
არ მინდა შეფასება მივცე ოპოზიციას, როცა საქართველოს ფარგლებს გარეთ ვიმყოფები, მაგრამ ერთს კი ვიტყვი - მათ შორის ერთი ტროას ცხენია და ეს ირაკლი ალასანიაა.


ტროას ცხენი შენიღბული მაინც არის და პატ. ალასანია ამით თავს არ იწუხებს. smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasalexx
post Oct 27 2009, 07:49 PM
Post #14


CAPTAIN
****

Group: Members
Posts: 2,262
Joined: 2-April 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
From: Tbilisi
Member No.: 52



სამწუხაროდ ჩემს შეკითხვებზე ვერ მივიღე მკაფიო პასუხები.
QUOTE(Congress @ 12th October 2009 - 16:19) *
ბატონო ალექსანდრე, თქვენი შეფასებით არის თუ არა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ ოკუპირებული?
აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილებია.

საქართველოს განუყოფელი ნაწილი რომაა, ეს გასაგებია. მაგრამ მე მაინტერესებს, თვლით თუ არა რომ დღესდღეობით ეს ორი საქართველოს განუყოფელი ნაწილი რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული?

QUOTE(Congress @ 12th October 2009 - 16:19) *
და მეორე შეკითხვა:
როგორ აფასებთ შარშან აგვისტოში დიმიტრი მედვედევის მიერ გამოცხადებულ "მშვიდობისადმი იძულების ოპერაციას"?

ომი, სწორედ საომარი მოქმედება საქართველოს ჯარების მთავარსარდალმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაიწყო. შეიძლება დავეთანხმოთ, რომ გარემოებებმა მოახდინა საამისოდ მისი პროვოცირება,მაგრამ საომარი მოქმედება პირველმა მან დაიწყო.

ტალიავინის დასკვნა მეც მაქვს წაკითხული. სხვათაშორის იმ მომენტში საქართველოში ვიმყოფებოდი და დასკვნის გამოქვეყნებამდეც ვიცოდი ეგ.

მე სხვა რამ მაინტერესებდა. 8 აგვისტოს პრეზიდენტმა მედვედევმა ოფიციალურად გასცა საქართველოში შეჭრის ბრძანება. ამ ოპერაციას მან დაარქვა "მშვიდობისადმი იძულების ოპერაცია". მიგაჩნიათ თუ არა რუსეთის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება გამართლებულად? თვლით თუ არა, რომ რუსეთის ფედერაცია პასუხისგებელია დიდი და პატარა ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებში ჩატარებულ ეთნოწმენდაზე?


--------------------
დაიცავი საქართველო!
Go to the top of the page
 
+Quote Post
გალუნგუნგგ
post Oct 27 2009, 07:53 PM
Post #15


buh !
*******

Group: Root Admin
Posts: 11,707
Joined: 1-April 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 1



lasalexx


და შენ გაგიგია თუ არა, რომ პროვოკაციულ შეკითხვებს ნიჭიერი პოლიტიკოსები დიპლომატიურ პასუხს სცემენ სწორედ ისე, როგორც ებრალიძემ გაგცა? )))

ტოჟე მნე, "ჩამჭრელ კითხვებს" სვამ შენი აზრით. biggrin.gif)) მიდი ერთი, ალასანიას რატომ არ ეკითხები ჩემგან, "თურქეთთან ინტეგრაციას" რომ ითხოვს, სიტყვა "ინტეგრაციის" მნიშვნელობა თუ იცის? )))
Go to the top of the page
 
+Quote Post
zen
post Oct 27 2009, 08:09 PM
Post #16


GENERAL
*****

Group: Validating
Posts: 5,975
Joined: 12-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 387



მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ლაკონური პასუხებია, საკმაოდ ინფორმატიული და ტევადი. ტვ-შიც როცა გამოდის ხოლმე ებრალიძე, ყოველთვის კონკრეტულად და საქმეზე ლაპარაკობს, რაც მე დავაკვირდი... ანუ პოლიტიკოსებისთვის დამახასიათებელი წყალწყალა ბლა-ბლა საუბრები არ ახასიათებს აშკარად. ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
rarikola
post Oct 27 2009, 08:19 PM
Post #17


.
****

Group: Members
Posts: 3,845
Joined: 2-December 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 575



QUOTE
მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ლაკონური პასუხებია, საკმაოდ ინფორმატიული და ტევადი. ტვ-შიც როცა გამოდის ხოლმე ებრალიძე, ყოველთვის კონკრეტულად და საქმეზე ლაპარაკობს, რაც მე დავაკვირდი... ანუ პოლიტიკოსებისთვის დამახასიათებელი წყალწყალა ბლა-ბლა საუბრები არ ახასიათებს აშკარად. ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა.


ეხლა ჯერ გადავავლე თვალი და მეც ზუსტად ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა. - ჩემდა გასაკვირად სერიოზული პოლიტიკოსის და დიმპლომატის შთაბეჭდილებას ტოვებს.
მოგვიანებით წავიკითხავ წვრილად.


--------------------
"ისეე მემგონიი როოო იანუკოვიჩი ვერ გაიმარჯვებს მაგრამ ეგ ეგრე თუ მოხდაა სუუ მარტო დავჩებით აშშ ს იმედზე მაგრამ ფაკტია იმათაც მარტო ჩვენ დავჩებით ასე რომ რავიცი რავიცი შეილება წაგვადგეს კიდეც რამეში!!!!! "

bewi ჯვიდან
Go to the top of the page
 
+Quote Post
kisa
post Oct 27 2009, 08:25 PM
Post #18


GENERAL
*****

Group: Members
Posts: 7,585
Joined: 2-April 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 35



QUOTE(Congress @ 27th October 2009 - 16:06) *
სამ თვეში გაიხსნება გზები და აღდგება კომუნიკაციები აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან, რუსეთთან. რუსეთის ფედერაციასთან დამყარდება უვიზო მიმოსვლა, ხალხი, ფული,საქონელი თავისუფლად იმოძრავებს. შემდეგი ნაბიჯი იქნება აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობასთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იურიდიული გაფორმება.

უკაცრავად, ბატონო ალექსანდრე - უნდა ჩაგეკითხოთ smile.gif
აი ამას როგორ აპირებთ სამ თვეში რომ განახორციელოთ?
იურიდიულ გაფორმებას მხოლოდ პრეზიდენტი არ ახდენს, ანუ მაშინვე საპარლამენტო არჩევნებიც უნდა მოხდეს თქვენი არჩევის შემთხვევაში?
ეს მორიგი კონსტიტუციის გადაკეთება ხომ არ ნიშნავს მის ხელახალ "მორგებას" ოღონდ უკვე ახალი მაართველებისთვის?
და სად გაქვთ იმის გარანტია, რომ პარლამენტი იქნება თვენდამი ლოიალური დ მიიღებს თქვენთვის მისაღებ გადაწყვეტილებებს?
გმადლობთ პასუხისთვის smile.gif


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha1997
post Oct 27 2009, 08:34 PM
Post #19


LIEUTENANT
***

Group: Members
Posts: 807
Joined: 9-August 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 367



QUOTE(kromvelos @ 27th October 2009 - 10:30) *
ხშირად შენი პოსტები ამ თემაზე გამიტარებია, რადგან შენ სრული უფლება გაქვსა ისე იცხოვრო, როგორც შენ თვლი რომ შენთვის უკეთესია, თAნ მით უმეტეს, ამ თემაში იმედია წაშლიან, მარა ეს არგუმენტი რომ არაა, ამას, მინიმუმ უნდა ხვდებოდე. დალოცვილი, შენი სამშობლო შენთვისაც და შენი შვილისა და შენი შვილიშვილისთვისაც სამშობლოა. საქმეც მაგაშია, რომ ყველას კაი ცხოვრება უნდა თAვისი შვილებისთვისაც! დიმპიტაც მაგას ამბობს, და მინიმუმ არ უნდა უარყო ეს! ამაზე მეტჯერ აღარ გეტყვი არაფერს.



ჩემს ქვეყანაში რომ არ მქონდა მაგის საშუალება იმიტომ ვარ აქ.მეორეც.ჩემი შვილი აქ ისწავლის და საქართველოში დაბრუნდება.ყოველ შემთხვევაში მე ეგრე ვზრდი და ეგრე მინდა. smile.gif


წაშალეთ ეს პოსტიც,როგორც ის დაკოპირებული.ჩემზე არ არის ეს თემა და როგორც იმ ფორუმზე ყოველი ჩემი თემა ჩემს ემიგრანტობამდე მიდიოდა აქაც არ მინდა ესე მოხდეს.


უკაცრავად სხვა თემაზე პოსტისთვის. smile.gif

QUOTE(zenkoan @ 27th October 2009 - 10:41) *
ტროას ცხენი შენიღბული მაინც არის და პატ. ალასანია ამით თავს არ იწუხებს



ამის თქმა ბატ.ალექსანდრეზეც შეიძლება.


--------------------
დოქსოპულოების დრო დაბრუნდა საქართველოში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
გალუნგუნგგ
post Oct 27 2009, 08:44 PM
Post #20


buh !
*******

Group: Root Admin
Posts: 11,707
Joined: 1-April 08
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
Member No.: 1



არა უშავს, ამერიკის ბეზ პიწი მინუტ მოქალაქეებს თუ არ მოეწონებათ ბატონი ებრალიძე. biggrin.gif საქართველოს მოქალაქეებს კი უბრალოდ სჭირდებათ ახალი ტიპის პოლიტიკოსი, როგორიც ებრალიძეა. მისი პასუხები იდეალური არ არის, მაგრამ 80% დამაკმაყოფილებელია ჩემი შეფასებით. ამ კაცს მეტი ჩახედვა დასჭირდება ადგილობრივ რეალიებში, მაგრამ ეს პრობლემა არ არის, მთავარია, რომ ჯანსაღი ხედვა და აზროვნება აქვს, არ არის გადატვირთული "პიარ-სვლებით" და ა. შ.
Go to the top of the page
 
+Quote Post

4 Pages V   1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 15th July 2018 - 23:23